ევროპული პოლიტიკური გაერთიანება

ზელენსკი: უკრაინა მზადაა, NATO-ს წევრი იყოს და ველოდებით, როდის იქნებიან მზად ჩვენს მისაღებად

დიდი მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს მასპინძლობისთვის. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, რადგან ეს არის ერთგვარი გზავნილი უკრაინელების მხრიდან, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას. ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა გვერდიგვერდ ვდგავართ. მოლდოვამ ბევრი ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. მადლობა ამისთვის, უკრაინა ამას არ დაგივიწყებთ. ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროკავშირში. უკრაინა მზადაა, NATO-ს წევრი იყოს და ველოდებით, როდის იქნება მზად NATO ჩვენს მისაღებად. ვფიქრობთ, უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი მეზობლებისთვის, მათ შორის მოლდოვისთვის, რადგან რუსული აგრესიის გამო არსებობს პოტენციური საფრთხე ევროპის სხვა ნაწილებშიც.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყებამდე.

კომენტარები