რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის სარაკეტო თავდასხმას კიევში 3 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა

1-ელი ივნისის გამთენიისას რუსეთმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით Искандер-М-ის ტიპის 7 ბალისტიკური რაკეტა და Искандер-К-ს ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთ-ერთი 9 წლის ბავშვია, რომელიც 34 წლის დედასთან ერთად დაიღუპა. დაჭრილია 11 სამოქალაქო პირი.

რაც შეეხება მესამე მსხვერპლს, 33 წლის ქალს, მისი ქმარი ამბობს, რომ ხალხი თავშესაფრის კართან იდგა და კარზე აკაკუნებდა, თუმცა ის არავინ გააღო, როცა მათთან ახლოს რაკეტა ჩამოვარდა. შედეგად 33 წლის ქალი დაიღუპა. უკრაინული მედია Суспільне-ს ინფორმაციით, დანარჩენი ორი მოქალაქეც მაშინ ემსხვერპლა რაკეტას, როცა თავშესაფრისკენ მირბოდნენ.

უკრაინის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თავშესაფრის კარის არგახსნასთან დაკავშირებით. 

ათივე რაკეტა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ უვნებელყო, თუმცა მსხვერპლი და ნგრევა მათ ნარჩენებს მაინც მოჰყვა. 

კომენტარები