ქართული ოცნება

კობახიძე: ზელენსკი საუბრობდა NATO-ს გადაფიქრებაზე, ჩვენ რატომ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება?

თავისთავად, ეს ვნებათაღელვა იმდენად აბსურდული იყო, მე დღემდე საერთოდ არ მესმის, რა იყო ამ ვნებათაღელვის საფუძველი. არის შემთხვევები, როდესაც მესმის, რომ აწყობთ სპეკულირება, მაგრამ, შეიძლება, ამისთვის რაღაც საბაბი ჰქონდეთ. აქ საბაბსაც კი ვერ ვხედავ, უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია მოხდა.

თქვენ გახსოვთ, გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან 2 კვირაში ზელენსკი საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძვლად იქცა სწორედ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა. ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს? ან პრემიერს, ან მე, ან სხვას? რატომ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება, როცა ზელენსკი საუბრობს ამ ყველაფერზე. აქედან ჩანს, რომ ეს არის რაღაც თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი.

კომენტარები