რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით $2.6 მილიარდს გამოყოფს

Fedor Selivanov / Alamy Stock Photo

დანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით $2.6 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი ავრცელებს

ფონდი, რომლითაც ფინანსდება უკრაინის სამხედრო დახმარება, შეიქმნა მარტში, როდესაც დანიის საპარლამენტო უმრავლესობა ფონდში 7 მილიარდი დანიური კრონის ინვესტიციას დათანხმდა.

"უკრაინელებს ჩვენი იარაღი და ჩვენი მხარდაჭერა ახლა სჭირდებათ, ამიტომ ეს გადაუდებელი მნიშვნელობისაა. არ არსებობს ნიშნები, რომ მომავალი წელი იქნება მშვიდობის წელი, ამიტომ 2024 წელს ჩვენ გამოვყოფთ ათ მილიარდზე მეტს". - თქვა დანიის პრემიერმინისტრმა. 

მისივე თქმით, ფონდი ნელ-ნელა იწურება, ამიტომ დანიამ შარშანდელთან შედარებით უფრო დიდი თანხის ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა.

"მომავალ წელს დანია იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს უკრაინას". - ამბობს მეტე ფრედერიკსენი.

კომენტარები