ქართული ოცნება

იონათამიშვილი პრემიერზე: პასუხისმგებლიანი ლიდერის გამოსვლა იყო, სიამაყის განცდა გააჩინა

ეს იყო საკუთარი ქვეყნის მოყვარული პოლიტიკური პასუხისმგებლიანი ლიდერის გამოსვლა, რომელმაც ვფიქრობ, რომ სიამაყის განცდა გააჩინა ობიექტურად თითოეულ ჩვენს მოქალაქეში, ვისთვისაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე პირადი ინტერესები. საქართველოს პრემიერმა ილაპარაკა ყველა იმ აქტუალურ თემაზე, რომელიც არსებობს, როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე, ასევე რეგიონისა და გლობალურ ჭრილში და ვფიქრობ, მისი გზავნილები უნდა იყოს დამაფიქრებელი ევროპელი ლიდერებისთვისაც, მსოფლიოს ლიდერებისთვისაც და არაერთ ნაწილში გასათვალისწინებელი.

რაც შეეხება მის გამოცვლაზე რეაქციას, რაც ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, ეს ცხადია ჩვენ არ გაგვკირვებია, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს ჩვენი პრემიერი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, მათ აქვთ ყოველთვის ესეთი ნეგატიური გამოსვლები, რითიც ცდილობენ ხოლმე რომ გადაფარონ, ვინაიდან, როგორც ჩანს შიშის ზარს სცემს თითოეულ მათგანს ის მიღწევები, რაც ჩვენს ხელისუფლებას ჩვენი ლიდერების თაოსნობით აქვს.

ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლა.

კომენტარები