ქართული ოცნება

პრემიერი: მგონი, პირდაპირი ფრენები რუსეთთან ჩვეულებრივი ამბავია

[ფრენები რუსეთთან] არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის ნაწილი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, არცერთი სანქცირებული ავიახაზი არ იფრენს საქართველოში. 

[...] 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე. 

კომენტარები