პრემიერი კატარში: ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?

 ყველას შეგახსენებთ, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით - 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე რუსეთის მიერ ოკუპირებული. ეს არის დღევანდელი სტატუს კვო. რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მგონი, არც არავინ იცის.  

მგონი, ყველას უკვირს [რომ ამდენი ხანი გაძლო უკრაინამ]. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საკმარის ძალისხმევას, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რათა სამშვიდობო საუბარი წარიმართოს. ორივე მხარემ [უნდა გადადგას ნაბიჯი].   

საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ მსგავს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. დავიწყებთ იმის თქმით, რაც თავში ვთქვი - კარგად იცით, 2008 წელს გვქონდა ჩვენ ომი, კარგად გემახსოვრებათ. გახსოვთ ვინმე, ვინც დააწესა სანქციები ჩვენი ომის დროს რუსეთის მიმართ? არავინ. არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია. ჩემი კითხვაა - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია? 

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე. 

 

კომენტარები