რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინს რომ მეტი შეეძლოს, ამას უკვე გააკეთებდა – უოლკერი

კურტ უოლკერი
UNIAN

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლის, კურტ უოლკერის შეფასებით, დასავლეთის ქვეყნების შიში გარკვეული "წითელი ხაზების" გადაკვეთის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის გასანადგურებლად არაფერზე დაიხევს უკან.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები არ გადასცემენ უკრაინას გარკვეული ტიპის იარაღს იმის გამო, რომ "ე.წ. წითელი ხაზები უნდა იყოს დაცული, რათა არ მოხდეს პუტინის პროვოცირება".

მან აღნიშნა, რომ პუტინი დასავლეთის ქვეყნებისგან რაიმე ქმედებას არ ელის.

"ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და ის ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს". - დასძინა მან.

კომენტარები