რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუნაკი: რუსეთთან ზავი უკრაინისთვის უსამართლოა და გრძელვადიანი მშვიდობის მომტანი არაა

BBC

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა უპასუხა პარლამენტში ყოფილი ლეიბორისტული ლიდერის და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატის ჯერემი კორბინის შეკითხვას უკრაინაში ზავის მიღწევის შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაყინვა მიმდინარე ეტაპზე "აბსოლუტურად არასწორი" გადაწყვეტილება იქნება.

"მე ფუნდამენტურად არ ვეთანხმები ამას. ზავი უკრაინისთვის არ არის სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მომტანი, რადგან რუსეთმა მის წინააღმდეგ უკანონო და არაპროვოცირებული აგრესია წამოიწყო. თუ ყველა რუსულ ჯარს გაიყვანენ უკრაინიდან, ყველა გეგმა, რომელიც თითქოს მშვიდობის მომტანია, მაგრამ რეალურად არის კონფლიქტის გაყინვის მცდელობა მის ამჟამინდელ ეტაპზე, სრულიად შეუფერებელია და ამაზე პირდაპირ უნდა ვისაუბროთ". - თქვა სუნაკმა.

ამასთანავე, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონი და მისი დასავლელი მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.

კომენტარები