რუსული გაზი

ფინურმა კომპანიამ გაზპრომთან მილსადენით ბუნებრივი აირის იმპორტის ხელშეკრულება შეწყვიტა

BBC/Getty Images

ბუნებრივი აირის ფინური სახელმწიფო კომპანია გასუმი წყვეტს ხელშეკრულებას გაზპრომთან, რის შედეგადაც რუსეთიდან მილსადენით ბუნებრივი აირის ფინეთისთვის მიწოდება შეწყდება

რუსულმა მხარემ გასუმისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში შეწყვიტა გადახდის მეთოდებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო და მას შემდეგ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოახერხეს. 

2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანების შესაბამისად, სანქციების გამო გაზპრომმა ევროპულ კომპანიებისგან რუსული გაზისთვის საფასურის გადახდა ექსკლუზიურად რუბლით მოითხოვა, რაზეც ფინეთმა უარი განაცხადა. 

ნოემბერში საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ გასუმს არ ევალებოდა შეძენილი ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა რუბლებში, მაგრამ ორივე მხარეს დავის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა დაავალა. 

მხარეებმა ეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ შეძლეს, შესაბამისად, როგორც ფინური კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გასუმი ბუნებრივი აირის შესყიდვის გრძელვადიან ხელშეკრულებას წყვეტს. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ მილსადენით გაზის მიწოდებაზე და ძალაში რჩება გაზპრომთან გრძელვადიანი კონტრაქტი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.

კომენტარები