რუსული გაზი

სანდუ: იაფი გაზის სანაცვლოდ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას არ ვაპირებ

PRESEDINTE.MD

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, იაფი გაზის სანაცვლოდ მისი ქვეყნის ნაწილის გაყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ სანდუმ ადგილობრივი არხის Moldova 1 ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.

როგორც სანდუმ აღნიშნა, ის არ დარდობს იმაზე, რომ არ გაემგზავრა მოსკოვში გაზის ფასზე მოსალაპარაკებლად. მისი თქმით, ხელისუფლებამ გააფორმა ისეთი კონტრაქტი, როგორიც შესაძლებელი იყო.

"არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმის გამო, რომ ნახევარი წლით უფრო იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ის უნდა დავუცვათ. დიახ, ეს ყველასთვის რთულია. და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ დროის განმავლობაში არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ვდებდით ნვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში, რადგან მაშინ ეს არ გვაინტერესებდა. პროექტები, რომლებსაც ახლა ვაწარმოებთ, შედეგს 4-5 წელიწადში მოიტანს". - თქვა სანდუმ.

გარდა ამისა, სანმუმ უსაყვედყრა ოპოზიციური პარტიებს წამგებიანი კონტრაქტის გაკრიტიკების გამო, იმის ფონზე, რომ მათ თავად არ მოაწერეს Gazprom-თან გრძელვადიან კონტრაქტს ხელი, როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში და "საკუთარი მოქალაქეების ნაცვლად, მოსკოვს ემსახურებოდნენ".

"მათ ვერ შეძლეს ეს და ჩვენთვისაც შეუძლებელია, რადგან არ არსებობს საბაზრო პირობები. ფასი არა საბაზრო, არამედ სპეკულაციურია. იქმნება გარემოებები, რომ გაზის ფასი ზედმეტად მაღალი იყოს". - თქვა სანუმ.

ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო რთული ზამთრისა და ენერგიის დაზოგვისთვის ემზადება და ამ მხრივ, არც მოლდოვაა გამონაკლისი.

კომენტარები