პუტინის რუსეთი

გზავნილში, რომელშიც მარგარიტა სიმონიანს ბომბი ეგონა, სექს-სათამაშო აღმოჩნდა

Befnuky

მარგარიტა სიმონიანს უცნობმა პირმა საფოსტო ამანათი გაუგზავნა. კრემლის პროპაგანდისტმა გამნაღმველები გამოიძახა, ვინაიდან ეჭვი ჰქონდა, რომ გზავნილში ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული.

"სამსახურში ჩემს სახელზე გამოიგზავნა ამანათი ასაფეთქებელი ნივთიერების კვალით (უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა). პოლიცია მუშაობს". – დაწერა სიმონიანმა Twitter-ში.

მოგვიანებით სიმონიანმა საკუთარ Telegram არხზე ფოტო გამოაქვეყნა. პროპაგანდისტის თქმით ყუთში სექს-სათამაშო აღმოჩნდა. 

"გზავნილი ჰონგ-კონგიდან. ასაფეთქებელი მოწყობილობა შიგნით არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ აღმოჩნდა ეს. როგორც ამბობენ ეს "ვიბროტყვიაა" სექსუალური თავგადასავლებისთვის. მე საერთოდ პენალს ვამსგავსებ. ჩემი ცხოვრება სულ უფრო ამაღელვებელი ხდება". – წერს სიმონიანი.

კომენტარები