იუსტიციის საბჭო

კობახიძე: მადლობა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც კანდიდატებს დაუჭირეს მხარი

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე აირჩა 3 წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ დააგროვეს 90-ზე მეტი ხმა. ჩვენ გვქონდა მსგავსი ტიპის მოცემულობა სახალხო დამცველის არჩევის დროს და მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდა ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებასთან, კომპეტენციასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად, არა თუ არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი იოსელიანის კანდიდატურას, არამედ პირიქით, წარმოებდა ბულინგი იმ ქალბატონი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც ოპოზიციიდან დაუჭირეს მხარი იოსელიანის კანდიდატურას. იქაც მიზეზი იგივე იყო. მიზეზი იყო ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად. დღესაც ამის გამოვლინება იყო, ეს იყო მორიგი ტესტი. მე მადლობას გადავუხდი, რა თქმა უნდა, სახელების და გვარების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს.

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, სადაც კანდიდატებს მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დაუჭირეს. 

კომენტარები