რუსეთ-საქარათველო

ბოკერია: ეს ხელისუფლება ეხმარება ჩვენს მტრებს, რომ მარტოები დავრჩეთ მათ წინაშე

"პუტინის ჟესტი ქართული ოცნების მიმართ კიდევ ერთი დასტურია ჩვენთვის, რომ ჩვენს მტერს სურს, რომ მათი მავნებლური გზავნილი გააძლიეროს, ვითომ ალაგებენ ურთიერთობას რუსეთთან, რაც არის სრული სიცრუე. პუტინის რუსეთი არის ჩვენი მტერი, უნდა ჩვენი განადგურება და ჩვენი ხსნა, დასავლური, ევროპული იდენტობის გადარჩენის გზა ამ ვითარებაში არის სწრაფად ინტეგრირება თავისუფალ სამყაროში - NATO-ს წევრობა, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა, რომ ჩვენ გვიცავდეს ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოების ქოლგა, როგორც ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს. ყველაფერი, რაც ამ მიზანთან გვაშორებს აწყობს პუტინს, ამიტომ მას აწყობს ეს მთავრობა. 

არცერთი ჩვენი მოქალაქე არ უნდა მოტყუვდეს იმით, რომ თითქოს შესაძლებელია მტერთან დაალაგო ურთიერთობა, თან სახელმწიფოებრიობა გქონდეს, თან თავისუფლება, იდენტობაც შეინარჩუნო და იყო წარმატებული ქვეყანა, ეგ არის შეუძლებელი. ამ მტერს უნდა ჩვენი განადგურება და ეს ხელისუფლება ეხმარება ჩვენს მტრებს, რომ მარტოები დავრჩეთ მათ წინაშე. ეს ამბავი არის მხოლოდ მაგისთვის, დანარჩენი არის მათი პროპაგანდა, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც დააბნიოს, რომ ვითომ ზრუნავენ მოქალაქეებზე. რა სისულელეა.

ამიტომ, ის ხალხი, ვინც მზად არის, რომ ჩვენი მომავალი, უსაფრთხოება, თავისუფლება, კეთილდღეობა გასწიროს საკუთარი ძალაუფლებისთვის, იმ სამყაროში გვინდა გავუშვათ, სადაც მათ ეგულებათ მოკავშირეები, ოღონდ სადაც საქართველოს მომავალი არ არის."

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება გააპროტესტეს და ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს. აქციის ორგანიზატორი ევროპული საქართველოა.

კომენტარები