რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის ბერლინში ვიზიტის შემდეგ გერმანია და უკრაინა ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

ბერლინში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. გერმანიამ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ატვირთული. 

"გერმანია მტკიცე მხარდაჭერას აღუთქვამს უკრაინას ევროინტეგრაციის მიზნით რეფორმების გატარებაზე და გაწევრიანებისთვის სავალდებულო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე გაწეული ძალისხმევისთვის. სულმოუთქმელად ველით გაფართოების თაობაზე 2023 წლის შემოდგომაზე ევროკომისიის მიერ შედგენილი ანგარიშის გამოქვეყნებას". - ნათქვამია საერთო განცხადებაში. 

ამასთან, გერმანია უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერის უწყვეტად გაგრძელებას ჰპირდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება დღის წესრიგში იქნება. 

გერმანია ზელენსკის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ფორმულის იმპლემენტაციაზე უკრაინასთან თანამშრომლობას განაგრძობს და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მზადაა წვლილი შეიტანოს ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სასჯელის აღსრულების უზრუნველყოფაში.

განცხადებაში ომის შემდგომ უკრაინაში აღდგენითი სამუშაოების პროცესში გერმანიის ჩართულობაზეცაა საუბარი. კერძოდ, ყურადღებაა გამახვილებული, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უკრაინის ენერგეტიკული ინდუსტრიის აღდგენასა და მოდერნიზებაში. 

კომენტარები