რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში ჩავიდა

Yves Herman/Pool via AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს გერმანიაში მისი პირველი ვიზიტია.

"უკვე ბერლინში ვარ - იარაღები, ძლიერი წინადადებები, საჰაერო თავდაცვა, რეკონსტრუქცია, ევროკავშირი, NATO, უსაფრთხოება". - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

მანამდე, ზელენსკი იტალიაში იმყოფებოდა. მისი თქმით, იტალიაში ვიზიტისას უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

"დღეს ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხი, კონკრეტულად კი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებია მიღებული საჰაერო თავდაცვის მიმართულებით". - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი იუწყება, შეხვედრაზე განიხილეს მის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულის იმპლემენტაციის პერსპექტივებიც.


3 მაისს, ბერლინის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზელენსკი გერმანიის დედაქალაქში კანცლერ ოლაფ შოლცის მიწვევით გაემგზავრებოდა

ზელენსკის ოფიციალური სამხედრო პატივით მიიღებს შოლცი, რომელთან ერთადაც უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებსა და პრესკონფერენციას გამართავს. ასევე, ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთსაც შეხვდება. 

პოლიციის განყოფილების სპიკერმა ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.  

როგორც ცნობილია, შოლცსა და შტაინმაერთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი აახენში გაემგზავრება, სადაც უკრაინაში დაბრუნებამდე მას კარლოს დიდის საერთაშორისო პრემიით დააჯილდოვებენ. 

კომენტარები