რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი იტალიაში ვიზიტზე: საჰაერო თავდაცვის კუთხით მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იტალიაში ვიზიტისას უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

"დღეს ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხი, კონკრეტულად კი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებია მიღებული საჰაერო თავდაცვის მიმართულებით". - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი იუწყება, შეხვედრაზე განიხილეს მის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულის იმპლემენტაციის პერსპექტივებიც.

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდგომ აღნიშნა, რომ ის უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია:

"მე დარწმუნებული ვარ უკრაინის გამარჯვებაში. უკრაინა აღდგება იმაზე ძლიერი და უფრო აყვავებული, ვიდრე ის ომამდე იყო. მისი მომავალი მშვიდობიანი და თავისუფალია და ეს მომავალი ევროპულია... ჩვენ მხარს ვუჭერთ ზელენსკის 10-პუნქტიან მშვიდობის ფორმულას".


13 მაისს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ფრანცისკესთან და იტალიელ ლიდერებთან შესახვედრად რომში ჩავიდა

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს თანახმად, ზელენსკის აეროპორტში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონი ტაიანი დახვდა. 

ვიზიტის ფარგლებში ის იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელასა და პრემიერმინისტრ, ჯორჯია მელონის შეხვდა. 

კომენტარები