რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სამხედრო ძალები ბახმუტის შემოგარენში ორი მიმართულებით მიიწევენ წინ – ჰანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ცნობით, უკრაინის სამხედრო ძალები ბახმუტის შემოგარენში ორი მიმართულებით მიიწევენ წინ. მისივე თქმით, ოპერაციების პარალელურად მათ რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ტყვედ აიყვანეს

"ბახმუტის ფრონტზე საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ვითარება სწრაფი ტემპით იცვლება. ჩვენი სამხედროები ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიებზე ორი მიმართულებით, ეტაპობრივად მიიწევენ წინ. ახლა კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან აქტიური საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენი სამხედრო ძალები მტერს ამარცხებენ და ბევრი ტყვედ აიყვანეს. 

თავად ქალაქში [ბახმუტში] მდგომარეობა უფრო მძიმეა. მიუხედავად ამისა, [უკრაინელი] მეთაურების ოსტატური სტრატეგიული დაგეგმვისა და ჩვენი ჯარების გამბედაობის წყალობით, მტრის ძალებმა ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება ვერ შეძლეს“. - წერს ჰანა მალიარი Telegram-ზე.  

კომენტარები