ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

კირთაძე: საზოგადოება ლაზარეს და თორნიკეს შემთხვევას მურუსიძის სასამართლოს არ მიანდობს

მართლმსაჯულების სისტემა, ზოგადად, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელიც სახელმწიფოებრივი მოწყობის თვალსაზრისით, პოლიტიკურ დისკურსში უნდა წამოიწიოს. თუ გავითვალისწინებთ ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, რომელსაც ფაქტობრივად, ნულოვანი სანდოობა აქვს, ეს იქნება ის მექანიზმი, რომელიც ცვლილების მიღწევის შემდეგ დაგვეხმარება, რომ დავაბრუნოთ საზოგადოება მართლმსაჯულების აღსრულებაში და ჩამოვაყალიბოთ ნდობა, რამეთუ, როდესაც საზოგადოება თვითონ განსჯის, საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ გაცილებით უფრო მეტი მიმღებლობა ექნება. 

რაც შეეხება აქტუალურ შემთხვევებს, რომლებიც გვაქვს, ლაზარეს და თორნიკეს სახით, მე ვფიქრობ, ეს არამარტო ბრალდებულებისთვის ან ოპოზიციური სპექტრისთვის ან საზოგადოებისთვის, არამედ ქართული ოცნებისთვისაც, წესით, უნდა იყოს გამოსავალი ნაფიც მსაჯულთა სისტემის გაფართოების, რადგანაც ესე მარტივად საზოგადოება ამ ორ შემთხვევას, ქართულ მართლმსაჯულებს სისტემას, მურუსიძის სასამართლოს არ მიანდობს. თუმცა, არ მაქვს იმის იმედი, რომ განსაკუთრებულ პრაგმატიზმს გამოიჩენენ და შესაბამის ინიციატივას დაეთანხმებიან. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.

კომენტარები