რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: კონტრიერიშის დაწყების წინ, ბრიტანეთმა უკრაინას 250-კმ-იანი Storm Shadow-ს რაკეტები გადასცა

Storm Shadow-ს ტიპის რაკეტა
Ben Stansall/AFP

CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, კონტრიერიშის დაწყების წინ, Storm Shadow-ს ტიპის რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გადასცა. ამის შესახებ CNN-თან დასავლელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად ისაუბრეს.

Storm Shadow არის შორი მანძილის მქონე ფრთოსანი რაკეტა, რომლის რადარების მიერ დაფიქსირებაც რთულია. მასზე ერთად მუშაობდა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. რაკეტას ძირითადად თვითმფრინავებზე ამონტაჟებენ. მას 250 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ის მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით ჩამოუვარდება ამერიკულ ATACMS-ის ტიპის რაკეტას, რომელსაც უკრაინა დიდი ხანი ითხოვდა.

CNN-თან ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის მხრიდან მიიღო პირობა, რომ ამ ტიპის იარაღს მხოლოდ უკრაინის სუვერენულ ფარგლებში გამოიყენებენ და არა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე იერიშების მისატანად. 

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-თან თქვა, რომ რაკეტა "თამაშის წესების ნამდვილი შემცვლელია". აქამდე, აშშ-ს მიერ გადაცემული საბრძოლო მასალების რადიუსის მაქსიმუმი დაახლოებით 80 კილომეტრი იყო. 

კომენტარები