სტუდია მონიტორი

სტუდია მონიტორი: NCDC-ს ჯანდაცვა ჩვენთვის საჯარო ინფორმაციის გამოგზავნას უკრძალავს

სტუდია მონიტორი

სტუდია მონიტორის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) მათთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს. 

სტუდია მონიტორი აქვეყნებს, სავარაუდოდ, NCDC-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო მამუკაშვილის წერილს, რომელშიც ის წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან დაურეკეს და სტუდია მონიტორს მოთხოვნილი ინფორმაცია არ უნდა მიაწოდონ. 

"თამუნა, 

სტუდია მონიტორის წერილი ჩავარდებოდა თქვენთან, პაატას ან ტარიელის ხელმოწერით. სამინისტრომ დამირეკა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგზავნოს. გთხოვ, არ გაიპაროს". - წერს, სავარაუდოდ, ნინო მამუკაშვილი. 

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, მამუკაშვილი მათთან სატელეფონო საუბარში მიმოწერას უარყოფს. 

კომენტარები