ხატია დეკანოიძე

დეკანოიძე: თეორიულად არასდროს გამომირიცხავს, რომ დავუშვათ, შეიძლება, ჩემი პარტია გაჩნდეს

რა თქმა უნდა, პოლიტიკური რეალობის ახალი ლანდშაფტი აუცილებლად შეიქმნება. უბრალოდ წარმოუდგენელია, ასე გაგრძელდეს [...] თეორიულად მე არც არასდროს გამომირიცხავს, რომ დავუშვათ, შეიძლება, ჩემი პარტია გაჩნდეს, ან სურვილი გვქონდეს, ან რაღაც ერთობაში შევიდეთ. ამას მე ყოველთვის ვამბობდი [...] რაც შეეხება ზოგადად მომავლის ლანდშაფტს. რაღაც სპეკულაციებში მე თვითონ არ მინდა. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება [...] რაც შეეხება ჩემს პოზიციას. ჩემი პარტია, რაღაც სხვა პარტია - რა თქმა უნდა, ამაზე მიფიქრია. მიფიქრია, მათ შორის, იმიტომ, რომ როგორც გითხარით, მე ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას და ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ ისეთს, რომელიც შიძლება იყოს ჩვენი პარტნიორი, ჩემი პარტნიორი და ასეთები არიან პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ყველა ნორმალური, აქტიური პოლიტიკოსის პოზიცია შეიძლება იყოს. 

თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ TV პირველის ეთერში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აპირებს თუ არა რაიმე სახის ერთობას თავის ყოფილ თანაგუნდელთან, ენმ-ის წევრთან, ნიკა მელიასთან, ან ცალკე ხომ არ გეგმავს პარტიის შექმნას. 

კომენტარები