ხატია დეკანოიძე

დეკანოიძე: შემოუშვეს რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ჩემზე ადევნებისთვის ორდერია გამოწერილი

ხატია დეკანოიძე
ტაბულა

პოლიტიკური ჯგუფის ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ხელახლა შემოუშვა რუსეთის მოქალაქე, რომლის წინააღმდეგაც შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი მასზე ადევნებისთვის.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ისევ შემოუშვა რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ერთი თვის წინ შემაკავებელი ორდერი გამოწერა ჩემზე ადევნებისთვის.

ისევ პარალემნტთან დამხვდა". - წერს ხატია დეკანოიძე.

ტაბულა დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ დეტალებს გაარკვევენ და დაგვიკავშირდებიან.

კომენტარები