საქართველო-უკრაინა

არახამია: კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას ვაპირებდი, ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება

ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს, არ წახვიდეო... ალბათ, საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები, იქნებოდა დიდი სკანდალი და ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება.

ისე აუცილებლად ჩამოვიდოდი, დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ალბათ აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და იქნება ან ახალი ძალა, ან კოალიცია. ივანიშვილი 10 წელზე მეტია, რაც არის და ის არც მეფეა, არც მონარქი, არც დიქტატურაა. დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება შეიცვლება. მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მას საკადრის პასუხს გასცემს.

თქვა უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლის სურვილთან დაკავშირებით. (მთავარი არხის თარგმანი)

კომენტარები