რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სირსკის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბახმუტზე კონტროლი დაამყაროს

უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი
MILITARY MEDIA CENTER

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსეთი არ აპირებს გეგმების შეცვლას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბახმუტზე კონტროლი დაამყაროს და შეტევითი ოპერაციები გააგრძელოს

სირსკის თქმით, ბოლო დღეებში რუსებმა მძიმე შეიარაღებით დაბომბვის ინტენსივობა გაზარდეს, მოწინავე ტექნიკის გამოყენება დაიწყეს და ჯარები გადააჯგუფეს.

მაგრამ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი მებრძოლების აქტიური მოქმედებების წყალობით, მტერი დასახული მიზნების მიღწევას ვერ ახერხებს.

 

კომენტარები