აქონდროპლაზია

მშობელი: სამინისტრომ სამოქმედო გეგმა გაგვაცნო – თანმიმდევრული და სწორია, პროტესტი გრძელდება

ახლა გამოვედით ჯანდაცვის სამინისტროდან მშობლები.

წამლის შემოტანა-არშემოტანაზე აღარც გვეკამათებიან და ეს ძალიან კარგია.

სამოქმედო გეგმა გაგვაცნეს და თანმიმდევრული და სწორი გეგმაა, ჩვენი მონაწილეობაც გათვალისწინებული აქვთ და სრული სიფხიზლით ვიქნებით ჩართულები, რომ არ გადავუხვიოთ გეგმიდან.

გარანტიისთვის დოკუმენტს, ამ ეტაპზე, ვერ გვაძლევენ და ამიტომ მუშაობის პარალელურად, პროტესტი იმავე ფორმით გრძელდება.

შემდეგი შეხვედრა 5 მაისს ჩავინიშნეთ.

წერს აქციის მონაწილე, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი. მშობლები ითხოვენ დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება კონკრეტული თარიღი, თუ როდის შემოიტანს მთავრობა საქართველოში პრეპარატ ვოზორიტიდს. 

კომენტარები