ამერიკის შეერთებული შტატები

რესპუბლიკელ სენატორს Zoom-ში ხმის მიცემისას კამერა ჩაერთო და წელს ზემოთ შიშველი გამოჩნდა

რესპუბლიკელ სენატორს მინესოტადან, კალვინ ბარს Zoom-ში შეხვედრაზე ხმის მიცემისას კამერა ჩაერთო - კანონმდებელი წელს ზემოთ შიშველი იყო.

მინესოტას საკანონმდებლო ორგანო შეხვედრას Zoom-ში ატარებდა და მისი ნახვა Youtube-ზე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო.

სენატორი კალვინი, საწოლში იწვა, მას ფონად ჰქონდა ფოტო, 70-იანი წლების მულტფილმიდან - Schoolhouse Rock.

ჯერჯერობით ბარის ოფისს ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია. 

კომენტარები