მაკრონის საპენსიო რეფორმა

საფრანგეთში პირველ მაისთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე, სულ მცირე, 60 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში პირველ მაისთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია, სულ მცირე, 60 ადამიანი.

პარიზში, ლიონში, ნანტში და სხვა რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და ცეცხლი წაუკიდეს ავტობუსის გაჩერებებს. ლიონში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მანქანები და ველოსიპედები დაწვეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში 800 000-მდე ადამიანი გამოვიდა. პროფკავშირების მონაცემებით კი დემონსტრაციებში 2.3 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა.

შრომის საერთაშორისო დღეს გამართული აქციებზე დემონსტრანტები გასული თვეების მსგავსად, საპენსიო რეფორმას აპროსტესტებდნენ, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.


14 აპრილს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო.

მაკრონის ინიციატივა კანონად გასულ თვეს იქცა - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გადაწყვიტა გამოეყენებინა რა კონსტიტუციის 49.3 მუხლი და კანონი ქვედა პალატის თანხმობის გარეშე მიეღო. შედეგად, ოპოზიციურმა პარტიებმა და პროფკავშირებმა პროტესტი და გაფიცვები დაიწყეს.

კომენტარები