მაკრონის საპენსიო რეფორმა

პროტესტის მიუხედავად, საფრანგეთში საპენსიო ასაკი გაიზარდა

14 აპრილს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო.

მაკრონის ინიციატივა კანონად გასულ თვეს იქცა - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გადაწყვიტა გამოეყენებინა რა კონსტიტუციის 49.3 მუხლი და კანონი ქვედა პალატის თანხმობის გარეშე მიეღო. შედეგად, ოპოზიციურმა პარტიებმა და პროფკავშირებმა პროტესტი და გაფიცვები დაიწყეს. 

არეულობა, რომელიც მაკრონის გადაწყვეტილებას მოჰყვა, ნაკლებად ქაოსურ, მაგრამ მაინც დაძაბულ პროტესტში გადაიზარდა, რაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებით გამოირჩეოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოსვლები ნაკლებად ძალადობრივია. 

საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ბოლო საპროტესტო აქციებში დაახლოებით 380 000 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ ეს რიცხვი მილიონიდან მილიონ-ნახევრამდე მერყეობდა.

როგორც ხელისუფლების, ისე პროფკავშირების შეფასებით, გასულ კვირას დემონსტრაციებზე აქტივობა უფრო მაღალი იყო.

კომენტარები