რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის კონტრშეტევის შედეგად რუსეთის ძალებმა ბახმუტში ზოგიერთი პოზიცია დატოვეს – სირსკი

უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი
MILITARY MEDIA CENTER

უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლის, ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, ლიმანის ფრონტზე უკრაინელებმა რუსეთის ყველა შეტევა მოიგერიეს, ხოლო ბახმუტში ოკუპანტებს დაკავებული პოზიციების დატოვება აიძულეს. 

"წინსვლისთვის მტერი მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს და სხვა არაფერი ადარდებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, ვაგნერის ახალი ჯგუფები, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლები და მედესანტეები მუდმივად ჩქარობენ ბრძოლაში. მაგრამ მტერი ქალაქზე [ბახმუტზე] კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებს". - აღნიშნა სირსკიმ. 

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ბახმუტში კონტრშეტევა განახორციელეს და რუსებს ზოგიერთი პოზიციის დატოვება აიძულეს. 

კომენტარები