რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბახმუტის მცველები თავდასხმებს იგერიებენ და ზოგან კონტრშეტევაზეც გადადიან – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა მცირე მიღწევების მიუხედავად, წარმატებას ვერ მიაღწიეს. მათ ბახმუტის აღება ვერ მოახერხეს. უკრაინა კი განაგრძობს თავისი პოზიციების დაბრუნებას. 

"მტრის სამხედრო ძალები ქალაქზე კონტროლის აღებას ვერ ახერხებენ, იმის მიუხედავად, რომ მათ მთელი რესურსი მომართეს ბახმუტში ბრძოლაზე. მხოლოდ პერიოდული, მცირედი მიღწევები შეინიშნება. ჩვენი ჯარისკაცები უამრავ თავდასხმას იგერიებენ და ზოგიერთ შემთხვევაში, კონტრშეტევაზეც კი გადადიან. ბახმუტის მცველები საკუთარ მისიას წარმატებით ართმევენ თავს". - წერს მალიარი Telegram-ზე. 

კომენტარები