რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პისტორიუსი: 100-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ Leopard-1-ის ტიპის ტანკებზე წვრთნა დაიწყო

REUTERS/Ints Kalnins

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა Leopard-2-ის ტიპის 18 ერთეული ტანკი და Marder-ის ტიპის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა. მისივე თქმით, ზაფხულში უკრაინისთვის Leopard-1-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის მიწოდებაც იგეგმება. ამის შესახებ პისტორიუსმა ესპანურ გამოცემა La Vanguardia-სთან ისაუბრა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია სიტყვას ასრულებს და მხარს უჭერს უკრაინას ჯავშანტექნიკისა და სხვა ტიპის იარაღის გაგზავნით. ასევე, საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის სწრაფი მიწოდებით.

გარდა ამისა, პირსტორიუსის თქმით, მიმდინარე კვირაში დაიწყო 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს წვრთნა Leopard-1-ის ტიპის ტანკებზე.

"ტანკების მიწოდების შესახებ ასევე განაცხადეს ნიდერლანდებმა და დანიამ. Leopard-1-ის ტიპის საბრძოლო ტანკების მიწოდება კი ახლა იწყება. ეს არის გერმანიასთან ერთად სხვა ქვეყნების ინიციატივის შედეგი. 80-მდე Leopard-1-ის საბრძოლო ტანკის მიწოდება წლის შუა რიცხვებში დაიწყება". - თქვა პისტორიუსმა.

კომენტარები