IRI-ს კვლევა

ოხანაშვილი IRI-ზე: კვლევებით ჩვენი საზოგადოების რეალური აღქმის მანიპულირება ვერ მოხდება

საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, როდესაც აქვეყნებ კვლევას, რომელიც ჩაატარა მიკერძოებულმა კომპანიამ. შეკითხვებიც რომ ნახოთ, იმ ფორმით არის დასმული, რომ იკვეთება ავტორის სუბიექტური ინტერესი, თუ რა პასუხს ელის შესაბამისი პირებისგან, რეპონდენტებისგან. ჩვენ რაც არ უნდა დიდი ინტერესი გვქონდეს, რომ ვენდოთ კვლევას, თვითონ შეკითხვები იმ ფორმით არის შედგენილი, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის სანდოობას შეკითხვებითვე ეჭვქვეშ აყენებს.  

ჩვენი საზოგადოება აკვირდება, რა ვითარებაშია ნაციონალური მოძრაობა - მათი პოლიტიკური დღეები  დათვლილია და მათი პოლიტიკური ასპარეზი შეზღუდულია. ამ პირობებში როცა ასეთ რეიტინგს უწერ, მეტყველებს იმაზე, რომ ერთადერთი ინტერესი სუბიექტურობა და მიკერძოებულობაა. 

რაც არ უნდა კვლევები ჩატარდეს, ჩვენი საზოგადოების რეალური აღქმის მანიპულირება ვერ მოხდება. ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ენმ-ს მიმართ ვერანაირად ვერ შეიფუთება, ეს ყოველ ჯერზე დასტურდება ხოლმე არჩევნებზე. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი იმედის ეთერში IRI-ის კვლევაზე საუბრისას. 

კომენტარები