საქართველოს მოსახლეობა

2022 წელს ემიგრანტების რიცხვი 25.3%-ით, ხოლო იმიგრანტების რიცხვი 142.9%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3%-ით მეტია. 2022 წელს აღირიცხა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509). საქართველოს მოსახლეობის 48% კაცია, ხოლო 52% – ქალი.

ამასთან, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6%-ს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 

კომენტარები