რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს, იტალიელი რეპორტიორი კი დაჭრილია

ბოგდან ბიტიკი და კორადო ზუნინო

იტალიური გამოცემის La Repubblica-ს უკრაინელი ჟურნალისტი ხერსონში მოკლეს. ამასთან, დაჭრილია იტალიელი რეპორტიორი, კორადო ზუნინო. დაჭრილი ზუნინოს თქმით, დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტი ბოგდან ბიტიკია.

La Repubblica-ს ცნობით, გუნდი სამხრეთ იტალიაში მუშაობდა და დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტი გამოცემის მთარგმნელი და გიდი იყო.

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტი რუსი სნაიპერის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. რუსმა სამხედროებმა ქალაქის დასავლეთ ნაწილი გასულ წელს დატოვეს, თუმცა აღმოსავლეთში თავდასხმებს რეგულარულად ახორციელებენ.

უკრაინის პროკურატურამ დაადასტურა, უკრაინელი ჟურნალისტის სიკვდილი და უცხოელი რეპორტიორის დაჭრა, თუმცა უწყებამ მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზუნინო ოთხგან არის დაჭრილი და მას ახლა ხერსონის საავადმყოფოში მკურნალობენ.

რუსეთი შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ ავრცელებს.

2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საბრძოლო მოქმედებების დროს, სულ მცირე, 5 ჟურნალისტი დაიღუპა.

კომენტარები