ჩინეთი-ბრიტანეთი

ჩარლზ III-ის კორონაციაზე მიწვეული დიპლომატი ჰონგ-კონგის აქციების დარბევაში მონაწილეობდა

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი, ჰან ჟანგი

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ჰონგ-კონგის აქციების დარბევას მეთვალყურეობდა, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში მეფის კორონაციას დაესწრება. POLITICO წერს, რომ ამ ნაბიჯს პეკინის კრიტიკოსი ბრიტანელ დიპლომატები დაუპირისპირდებიან.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ახალდანიშნული მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი გაერთიანებული სამეფოს მეფის კორონაციაზე ჩინეთის წარმომადგენელი იქნება.

ჩინელი დიპლომატის კორონაციაზე დასწრება კონსერვატიული პარტიის დეპუტატების აღშფოთებას გამოიწვევს. ისინი ჩინეთის მთავრობას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ პრემიერმინისტრი რიში სუნაკი პეკინის მიმართ ძალიან მეგობრულია.

ჰანი ჩინეთის მთავრობაში ჰონგ კონგის საქმეებს 2018 წლიდან 2023 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა.


დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთის მმართველობას 1997 წლის 1 ივლისს დაუბრუნა. ჩინეთი, მინიმუმ 2047 წლამდე ქალაქისთვის ფართო ავტონომიის, შეუზღუდავი ინდივიდუალური თავისუფლებისა და სასამართლოს თავისუფლების პირობას იძლეოდა. 

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჰონგ-კონგში მოქმედი ფორმულა წარმატებულად მუშაობს ჩინეთის ყოვლისმომცველი იურისდიქციის ქვეშ. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს დაუჭრეს ჰონგ კონგის საერთაშორისო ფინანსური და სავაჭრო ჰაბის როლს.

"ქარისა და წვიმის გამოვლის შემდეგ, ყველას შეუძლია იგრძნოს, რომ ჰონგ-კონგი არ შეიძლება იყოს ქაოტური და ის არ უნდა გახდეს კვლავ ქაოტური. ჰონგ-კონგის განვითარება არ შეიძლება კიდევ ერთხელ შეფერხდეს, ნებისმიერი ჩარევა უნდა იქნეს თავიდან აცილებული". – თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა. 

2021 წლის 30 მარტს ჩინეთმა ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემის ცვლილება დაამტკიცა. ჩინეთის მხარე ირწმუნება, რომ ამგვარად უზრუნველყოფენ, რომ ჰონგ-კონგელი "პატრიოტები" მართავენ ქალაქს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. 

ეროვნული სახალხო კონგრესის საბჭოდან საარჩევნო ცვლილებებს არავის შეწინააღმდეგებია. 

ცვლილებებით არსებულზე მეტად მცირდება დემოკრატიული წარმომადგენლობა ქალაქის მმართველ ინსტიტუტებში. 

კომენტარები