ჩინეთი-ბრიტანეთი

ქლევერლი: ნუ ჩამოვუშვებთ ფარდას ჩინეთთან

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს ქლევერლი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ჯეიმს ქლევერლიმ თქვა, რომ ბრიტანეთმა ჩინეთთან ფარდა არ უნდა ჩამოუშვას. ამის შესახებ ქლევერლიმ ბრიტანულ გამოცემა Guardian-თან ისაუბრა. მისი კომენტარი კონსერვატიულ პარტიაში პეკინთან ურთიერთობაზე დაკავშირებულ დებატებს მოჰყვა.

"ბრიტანეთი ჩინეთს თავიდან ვერ განსაზღვრავს, ეს ძალიან, ძალიან, ძალიან არაპროდუქტიული იქნება." - თქვა საგარეო საქმეთა მდივანმა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ჩინეთთან მიმართებაში მისი პოზიციის გამო მხარდამჭერების მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდის. კრიტიკოსები უფრო მკაცრი ხაზების გავლებას მოითხოვენ. სუნაკის წინამორბედმა, ლიზ ტრასმა გასულ კვირას თქვა, რომ დასავლელი ლიდერები უფრო სკეპტიკურად უნდა იყვნენ განწყობილი იმის მიმართ, რა არის პეკინის დაპირებები და რას ამბობს ჩინეთი.

"არ შედის ჩინეთის ინტერესებში, არც ჩემს ინტერესებში, არც სხვის ინტერესებში, რომ უბრალოდ ჩამოვუშვათ ფარდა ურთიერთობაში, რადგან ჩინეთი მაინც გააგრძელებს არსებობას, გვექნება ჩვენ ურთიერთობა თუ არა. [...] მე მუდმივად მთხოვენ ურთიერთობის ბუნების შეჯამებას ერთი სიტყვითთ. არის ჩინეთი კონკურენტი? საფრთხე? გამოწვევა? თუ არის ის შესაძლებლობა? მაგრამ ჩვენ ხომ არ ვხსნით სხვა ორმხრივ ურთიერთობას ერთი სიტყვით?" - თქვა ქლევერლიმ.

"ჩინეთი წარმოადგენს უდიდეს სახელმწიფო საფრთხეს ჩვენი ეკონომიკური ინტერესებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის სისტემური გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის". - თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა NBC News-თან ინტერვიუში. სუნაკის თქმით, ჩინეთის ბოლო დროინდელი ნაბიჯები შემაშფოთებელია. 

კომენტარები