ენმ

ქამადაძე ხაბეიშვილს: უკანასკნელი მატყუარა ხარ, თუ არ დაამტკიცებ, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა

"თუ არ დადებ მტკიცებულებას, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იცოდე, ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ". - მიმართავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი, მირდატ ქამადაძე პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს.   

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები - ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე ამოიღო. როგორც საპასუხოდ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, "ყველამ უნდა იცოდეს, რომ ენმ-ის მანდატს ვერავის მოვაპარინებ და ენმ-ს სიით, ვერც ენმ-ს მაგინებლებს ვერ ვაჩუქებთ მანდატს".

"ტყუილების წერას, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იქნებ მტკიცებულება დაგედო ჯერ.

თუ არ დადებ მტკიცებულებას (სატელევიზიო კომენტარი, ფეისბუქ პოსტი, ბოლო ბოლო მოწმესაც ჩაგითვლით) იცოდე, რომ ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ.

დაიდოს მტკიცებულება, რომ ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე, შორენა აბაშიძე, პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ (პაარტიას აგინებდნენ)!"- უპასუხა ხაბეიშვილს მირდატ ქამადაძემ. 

სიიდან მისი მხარდამჭერების ამოღებას გამოეხმაურა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და დაწერა, რომ ენმ-ს მენეჯმენტი, ჩრდილოვანი მმართველობა რეპრესიას იწყებს და განსხვავებულ აზრს დევნის. 

კომენტარები