გერმანია

გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით სირიის მოქალაქე დააკავეს – გერმანული მედია

Kay Nietfeld/DPA

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰამბურგში ტერაქტის მოწყობის ბრალდებით სირიელი მამაკაცი დააკავეს. სავარაუდოდ, იგი ტერაქტის განხორციელებას ე.წ. შაჰიდის ქამრით გეგმავდა. 

ამავე ინფორმაციით, დაკავებულია ორი ადამიანი, რომლებიც 28 და 24 წლის ძმები არიან. როგორც გერმანული მედია წერს, ისინი თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე გეგმავდნენ, თუმცა კონკრეტულ სამიზნეებზე ინფორმაცია არ სახელდება. 

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ სირიელი მამაკაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში ასაფეთქებელ ნივთიერებებს ყიდულობდა, ხოლო მისი ძმა დანაშაულის დაგეგმვაში მონაწილეობდა. 

კომენტარები