ვიეტნამი

ჩეხეთი აპირებს ვიეტნამს მეტი თვითმფრინავი და რადარი მიაწოდოს – Reuters

REUTERS/Khanh Vu

ვიეტნამი ჩეხეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მისგან მიიღოს სამხედრო დახმარება, მათ შორის თვითმფრინავები, რადარები, ჯავშანტექტნიკა და ცეცხლსასროლი იარაღი. ამის შესახებ ჩეხეთის წარმომადგენლებმა Reuters-თან ისაუბრა. მათი თქმით, ვიეტნამი მათი ძირითადად რუსული არსენალის დივერსიფიკაციას ცდილობს. 

უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ვიეტნამის ლიდერებთან განიხილა ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ პაველმა გასულ კვირას სამდღიან ვიზიტისას.

ჩეხეთს შეუძლია ვიეტნამის უსაფრთხოების მზარდი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, რადგან მისი სამხედრო ტექნიკა ძირითადად რუსულია, ხშირად აწარმოებს ახალ აღჭურვილობას, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობის იარაღთან თავსებადია. ადგილობრივი არსენალის 80% სავარაუდოდ რუსეთიდანაა.

სტოკჰოლმის ანალიტიკური ცენტრის SIPRI-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პრაღა უკვე პოზიციონირებდა, როგორც ევროკავშირის იარაღის მთავარი მიმწოდებელი ვიეტნამისთვის.

კომენტარები