ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მეშვიდედ გახდა

GHN

სომხეთში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. 

ლაშა ტალახაძე კარიერაში მეშვიდედ ევროპის ჩემპიონი გახდა. ტალახაძემ აკვრასა, ატაცსა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა და ასპარეზობა ჯამური 474 კგ-ის აწევით დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 13 ძალოსნით იასპარეზა. მათგან შვიდმა ანასტასია გოტფრიდმა, რამინ შამილიშვილმა, შოთა მიშველიძემ, ირაკლი ჩხეიძემ, გიორგი ჩხეიძემ და ზაზა ლომთაძემ შეჯიბრი მედლებით დაასრულეს. ჯამში ნაკრებმა 8 ოქროს, 7 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლაშა ტალახაძე სპორტის მრავალი ჟურნალისტის აზრით ყველა დროის ყველაზე დიდი ძალოსანია. ქართველ სპორტსმენს ორი ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული, ასევე არის მსოფლიოს ექვსგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი.

კომენტარები