ლაშა ტალახაძე

ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა

ლაშა ტალახაძე
Facebook

ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა.

ნომინაციაზე 4 სპორტსმენი იყო წარდგენილი: ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი), გურამ თუშიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი) და ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩინეთისა და გერმანიის ღია პირველობის გამარჯვებული, ATP-ის რეიტინგში მსოფლიოს 21-ე ჩოგანი). 

ტალახაძემ ნოემბერში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო და ტურნირის მსვლელობისას 7 რეკორდი დაამყარა. 

კომენტარები