აქონდროპლაზია

პრემიერი: რომ გაართულოს VOSORITIDE-მა ბავშვების ჯანმრთელობა, ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება

ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი, ეს შეიძლება იყოს 10 მილიონი და ეს თანხა არ არის ჩვენთვის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფრო ცუდად წავიდეს მათი ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნება პასუხისმგებლობა ჩვენი, ანუ სახელმწიფოსი, მთავრობის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ მოხდეს.

ამიტომ, საჭიროა ცოტა მოცდა, დრო გვჭირდება, ერთად ვიმუშაოთ, მინდა მივმართო მშობლებს, სამინისტრო მზადაა, ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა, დაველოდოთ მათ შორის ჯანმოს საბოლოო დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება.

200 ქვეყანაში მთელ მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, რომ 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც არის დაუშვებელი. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე.

კომენტარები