საფრანგეთი

მაკრონი: თუ რეალობას თვალს არ გავუსწორებთ, ლე პენი ხელისუფლებაში მოვა

Daniel Cole/ POOL/AFP

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, შესაძლოა მომდევნო, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, ლე პენმა მოიგოს. 

"ლე პენი ხელისუფლებაში მოვა, თუ არ გავარკვევთ, როგორ ვუპასუხოთ ქვეყნის გამოწვევებს, დავუშვებთ ტყუილის ნორმალიზებასა და რეალობის უარყოფას ვაქცევთ ჩვევად. ეს მოხდება, თუ ვიტყვით - "არაა პრობლემა, ვინ მოიგებს". - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. 

მაკრონის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლე პენის და მისი მსგავსი პოლიტიკოსების მთავარი იარაღი "პოპულიზმია", ცენტრისტებს მემარჯვენეებთან კონკურენცია გაუჭირდათ. 

მაკრონის რეიტინგი საპენსიო რეფორმის კვალდაკვალ დაეცა. პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის ერთადერთი რეალური პრობლემა ინფორმაციის საზოგადოებისთვის არასწორი მიწოდება იყო. 

პროტესტის მიუხედავად, საფრანგეთში საპენსიო ასაკი გაიზარდა

14 აპრილს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო. მაკრონმა მეორე დღეს ხელი მოაწერა კანონს. 

ლე პენმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სამჯერ დამარცხდა, მაკრონი საფრანგეთის საზოგადოებასა და პრეზიდენტობის შორის "სრული რღვევაში" დაადანაშაულა.

ბოლო კვლევებით, ლე პენი მაკრონს ამარცხებს საპრეზიდენტო არჩევნებში. BFM-ისთვის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გასული წლის მეორე ტურის განმეორების შემთხვევაში, ლე პენი 55 პროცენტს იღებს, მაშინ როცა პრეზიდენტი მაკრონი 45%-ს. 

კომენტარები