პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პიოტრ ვავჟიკის თქმით, გერმანიას ისე რომ არ ეფიქრა, როგორც ახლა და ბევრი წლის წინ NATO-ში გაწევრიანება არ შეეფერხებინა, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა.
21 აპრილს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ უკრაინის NATO-ში სწრაფად გაწევრიანების იდეას მხარს არ უჭერს.
"კარი ღიაა, მაგრამ გადაწყვეტილების დრო ახლა არ არის". - თქვა მინისტრმა.
ამ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კრიტიკულად გამოეხმაურა.
"საკითხავია, როდის მოვა ამ "ცივი გონებისთვის" დრო, ომის დასრულებიდან 5, 10 თუ 30 წელიწადში?
პოლონეთს არ სურს, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას წლები დასჭირდეს. ჩვენი აზრით, რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, რადგან ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ უკრაინისა და პოლონეთის, არამედ მთელი რეგიონისთვის". - თქვა პიორტ ვავჟიკმა.