რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ უკრაინის წევრობის განხილვის დრო არაა

REUTERS/Ints Kalnins

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსი უკრაინის NATO-ში სწრაფად გაწევრიანების იდეას მხარს არ უჭერს

"კარი ღიაა, მაგრამ გადაწყვეტილების დრო ახლა არაა". - ამბობს მინისტრი. 

პისტორიუსმა აღნიშნა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მხოლოდ სოლიდარობის გამო ვერ მიიღება.

მინისტრის თქმით, უკრაინის შესაძლო გაწევრიანება NATO-ში ან ევროკავშირში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეოთხე შეხვედრაზე სამხრეთ გერმანიაში, რამშტაინში, აშშ-ს საჰაერო ბაზაზე არ განიხილება.

პისტორიუსის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას პირველად ეწვია. სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტზე ვილნიუსში მიიწვია, სადაც, მისი განმარტებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება და ქვეყნის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები განიხილება. 

კომენტარები