რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის სასამართლომ ბუდოვანს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

21 აპრილს, მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურს, კირილო ბუდანოვს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა TASS-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბუდანოვი "ყირიმის ხიდზე ტერაქტში თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი".

სასამართლოს ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბუდანოვს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წარუდგინა. ბუდანოვს ტერორისტული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ტერაქტის მცდელობაში და იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენაში ადანაშაულებენ.

2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს, ხანძარი გამვლელი მატარებლის საწვავის ავზებზე გავრცელდა. თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის თავდასხმასთან დაკავშირებით რვა ადამიანია დაკავებული.

კომენტარები