რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკომისია: უკრაინული მარცვლეულის იმპორტით დაზარალებულები დახმარებას მიიღებენ

REUTERS/Kacper Pempel/File Photo

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ვალდის დომბოროვსკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარი, იანუშ ვოიცეხოვსკის განცხადების თანახმად, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის გამო დაზარალებული ქვეყნები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, თუ უკრაინული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ ცალმხრივ შეზღუდვებს გააუქმებენ.

"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ცალმხრივი გადაწყვეტილებების ნაცვლად ევროკავშირის საერთო მიდგომის მნიშვნელობა, რათა თავიდან ავიცილოთ აკრძალვები და შედეგები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შიდა ბაზარს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გრძელდება პოლიტიკური კონსულტაციები უკრაინასთან და 5 წევრ ქვეყანასთან - ბულგარეთთან, პოლონეთთან, უნგრეთთან და სლოვაკეთთან. 

გასულ კვირას ადგილობრივი მასობრივი პროტესტის ფონზე, პოლონეთმა, უნგრეთმა და მოგვიანებით, სლოვაკეთმა კიევთან შეთანხმებით, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დროებით შეწყვიტეს.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია, პოლონეთმა უკრაინული სასურსათო პროდუქციის იმპორტი განაახლა

კომენტარები