რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთმა, კიევთან შეთანხმებით, დროებით უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი აკრძალა

ადგილობრივი მასობრივი პროტესტის ფონზე, პოლონეთი, კიევთან შეთანხმებით, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სრულად შეწყვეტს

შეთანხმებაში მონაწილეობა პოლონეთის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, რობერტ ტელუსმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ნიკოლა სოლსკიმ მიიღეს.

"უკრაინულმა მხარემ მარცვლეულის პოლონეთში ექსპორტის მკაცრად შეზღუდვის წინადადება წამოაყენა". - თქვა ტელუსმა და დასძინა, რომ შეზღუდვები არ გავრცელდება სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ტრანზიტზე. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ოკუპანტების მიერ შავი ზღვის პორტების დაკავების შემდეგ, კიევი იძულებული გახდა მარცვლეულის დივერსიფიკაცია პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და სხვა სასაზღვრო ქვეყნების ბაზრებზე დაეწყო. 

თუმცა, აღმოსავლეთ ევროპიდან სხვა ქვეყნებში გატანის ნაცვლად, მარცვლეულის დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზრებზე დარჩა. 

აპრილის დასაწყისში ტელუსის წინამორბედმა, ჰენრიკ კოვალჩიკმა თანამდებობა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ფერმერების მასობრივი პროტესტის გამო დატოვა.

"როგორც უკრაინელი, ასევე პოლონელი ფერმერებისთვის რთული მდგომარეობაა. ყველას გვესმის, ვინ არის რეალური დამნაშავე, თუმცა პრობლემა უნდა მოგვარდეს. უკრაინული მხარე ახალ სეზონამდე [ზაფხულამდე] პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტისგან თავს შეიკავებს". - ამბობს სოლსკი. 

კომენტარები