რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ უკრაინას ახალი $325-მილიონიანი სამხედრო დახმარება გამოუყო

უკრაინული ძალების მიერ მოხატული HIMARS-ი.
Defense of Ukraine Twitter

აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი, $325-მილიონიანი პაკეტი გამოუყო. დახმარებისთვის განკუთვნილი თანხები ამერიკის პრეზიდენტის ფონდიდან იქნება გადახდილი. ინფორმაცია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა გაავრცელა.

ახალი პაკეტი, ისევე როგორც წინა დახმარებები, მოიცავს HIMARS-ის სისტემებსა და 155 და 105 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალასაც. ამას გარდა, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, წინაღობების გამანადგურებელ საბრძოლო მასალას, მცირე კალიბრის 9 მილიონ ტყვიას, ლოგისტიკური დახმარების ოთხ მანქანას, მაღალი სიზუსტის საჰაერო იერაღს, ლოგისტიკური მანქანების შენახვისა და შეკეთებისთვის საჭირო აღჭურვილობას, პორტებისა და ნავსაყუდლების უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შეიარაღებას, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა საველე აღჭურვილობას.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აშშ-მ კიევისთვის დაახლოებით 33 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გამოყო.

 

კომენტარები